The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ სალდაძე

მალხაზ სალდაძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1977  (46 წლის)
კატეგორია:პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, მოსკოვის(რუსეთი) სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლა.

ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტოლოგიაში; 2002-2003წწ. კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლაში; 2004 წლიდან მუშაობდა ლექტორად და მკვლევრად სხვადასხვა აკადემიურ და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების  კავკასიურ ინსტიტუტსა და სოციალურო კვლევების ინსტიტუტში; 2009-2012წწ. მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის  პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში"; 2012 წლის ივნისიდან ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროგრამების კოორდინატორია.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.190


გააზიარე: