შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი. დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია 1940 წელს; სწავლობდა იმავე აკადემიაში ადიუნქტურაში 1940-1941 წლებში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 240-ე და 1355-ე საარტილერიო პოლკებს; იყო 28-ე წითელდროშოვანი კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი საზენიტო-საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი; 1946-1975წწ. სამხედრო აკადემიების კათედრის უფროსი. სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956); სამხედრო მეცნიერი, თეორეტიკოსი, არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. მიღებული აქვს 12 ორდენი და 16 მედალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 573; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 153-154; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |