The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჯორჯაძე

ირაკლი ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1992  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემია 1940 წელს; სწავლობდა იმავე აკადემიაში ადიუნქტურაში 1940-1941 წლებში.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 240-ე და 1355-ე საარტილერიო პოლკებს; იყო 28-ე წითელდროშოვანი კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი საზენიტო-საარტილერიო დივიზიის შტაბის უფროსი; 1946-1975წწ. სამხედრო აკადემიების კათედრის უფროსი. სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი(1956); სამხედრო მეცნიერი, თეორეტიკოსი, არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. მიღებული აქვს 12 ორდენი და 16 მედალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 573

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - რფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: