შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზა ხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1964წწ. იყო გაგრის სანატორიუმ "მაიაკის" ექიმი–ორდინატორი; 1964–1978წწ. რესპუბლიკის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი; 1978–1980წწ. ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1981წწ. უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი გამოგონების; საქართველოს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფტიზიო–უროლოგიური სამეცნიერო–პრაქტიკული ციკლის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდის ბუშტის ტუპერკულოზის ადგილობრივი მკურნალობის დროს სხვადასხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მოქმედების შედარებითი შეფასება", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.365 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |