The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ხოტენაშვილი

დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1978 წელს.

1980–1989წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა დერმატო–ვენეროლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, იყო ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი დერმატო–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ვაგინალური გარდნერელას როლი ქალთა ურაგენიტალური ტრაქტის პათოლოგიაში", დაიცვა მოსკოვში 1988 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.366

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დერმატო–ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, სწავლული მდივანი

გააზიარე: