The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



პაატა საბელაშვილი

პაატა საბელაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1978  (39 წლის)
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტის(უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის განხრით.

მუშაობდა კავკასიის კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ლტოლვილთა დანიის საბჭოში, იცავდა დევნილთა უფლებებს. არის პირველი ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის  "ინკლუზივის" დამფუძნებელი. 2008-2011წწ. იყო საერთაშორისო ორგანიზაციის "ილგა-ევროპის" გამგეობის წევრი; 2011 წლიდან  მუშაობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში, ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას; 2012-2014წწ. იყო ღია საზოგადოების ფონდების სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობის პროგრამის სტიპენდიატი, C ჰეპატიტის პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.197


გააზიარე: