შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერმაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში. იყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამავე სამმართველოს უფროსი. 2008-2010წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს; მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურში. 2013 წელს იყო შპს "თეგეტა მოტორსის" ბათუმის ფილიალის დირექტორი; 2014 წლიდან ბათუმის მერი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |