შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო შავლაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი დაკონსერვების ტექნოლოგიის სპეციალობით და ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად; შპს "ლაღიძეში"-ლაბორანტად; 1998 წლიდან არის ქალთა კლუბ "პეონის" თავმჯდომარე და 2003 წლიდან ხელმძღვანელობს "ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს". არის საქართველოს ქალთა კოალიციის, პატიმართა ვადამდე გათავისუფლების კომისიის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარი ანტიტრეფიკინგული სამუშაო ჯგუფის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი; ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.232
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |