შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბაქაქური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2006 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის (აშშ) კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2002-2003წწ. იყო საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის (ვაშინგტონი, აშშ) უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტად, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელად, პროექტის დირექტორად; თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად. 2007-2010წწ. იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი; 2014 წლის 17 ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, ხოლო 29 ოქტომბრიდან-უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |