The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ხუტულაშვილი

ნიკოლოზ ხუტულაშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს; სტაჟირება გაიარა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში 1991 წელს (ქ. გრაცი, ავსტრია).  

1985 წელს იყო აკად. ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი; 1987 წელს ხობის რაიონის საავადმყოფოს ქირურგი; 1988–1989წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული საავადმყოფოს ქირურგი; 1990 წელს მუშაობდა მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიული ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში; 1990 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების შექმნაში, რომლის ხელმძღვანელი იყო 1990 წლიდან 2000 წლის ჩათვლით; 1996 წელს გახდა პატენტის მფლობელი -"ძვლებში მინერალიზაციის განსაზღვრა"; 2000-2004 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 2004-2005 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო მთავარი სამმართველოს უფროსი; 2005-2009 წწ. ქ. თბილისსში ტელემედიცინისა და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი; 2009-2011 წწ. საქართველოს ქირურგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2011 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის "ახალი განჯა" მთავარი ექიმი, რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. არის 112 სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისევე უცხოურ სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში: ქ. პეტერბურგი, ქ. რიგა, ქ. ვენა, ქ. გრაცი, ქ. მიუხენი, ქ. პრაღა, ქ. საკოლნიკი, ქ. ჩიკაგო, ქ. ვარშავა.  რენდგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი რეტროპერიტონული ორგანოს გარეშე სიმსივნეების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.369; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.-თბ., 2012.-გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ინტერვენციული ასოციაცია, წევრი (2018-)
  • ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი (2010-)
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1990-1995 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის "ახალი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდებისა და უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს''.

გააზიარე: