The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ხუხია

დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1965წწ. იყო ოზურგეთის რაიონკოლოგი; 1965–1968წწ. საქართველოს რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1968–1977წწ. სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რადიოიზოტოპოური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 1978–1994წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კონტაქტური სხივური თერაპიის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ექიმი–ორდინატორი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის სამედიცინო რადიოლოგიის საკითხებზე. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რენტგენის სხივების მოქმედების შესახებ სათესლე ჯირკვლებზე", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.369


გააზიარე: