The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ჯავახაძე

რუსუდან ჯავახაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1976წწ. იყო თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ნევროპათოლოგი; 1976 წლიდან მუშაობს შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტიში ექიმ–ნევროპათოლოგად, უმცროს და უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, ნევროლოგიური განყოფილების გამგედ, დირექტორად. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის პათოლოგიის კლინიკური თავისებურებანი სამთამადნო მუშათა შორის ლოკალური ვიბრაციის და მანგანუმის ერთდროული ზემოქმედების დროს", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.370; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.307

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, დამფუძნებელი
  • საქართველოს ტოქსიკოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: