შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ნადარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ტორონტოს(კანადა) უნივერსიტეტის სანიბრუკის ჰოსპიტლის ინსულტის კვლევის ცენტრში, აშშ-ს ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ ინსტიტუტში. გაიარა ინტერნატურა ვაშინგტონის(აშშ) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალ-ცენტრის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, ხოლო შემდეგ-რეზიდენტურა ნევროლოგიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში. მუშაობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორად და ინსულტის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლიდან ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორია(ბეთესდა, მერილენდი). მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს კანადის ინსულტის საზოგადოების პრიზი, წლის საუკეთესო ნაშრომისათვის (1999). წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.285
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |