The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ბეგიაშვილი

ნოდარ ბეგიაშვილი
Date of birth:13 September, 1958  (66 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე დამდგმელ რეჟისორად. იყო პროგრამა "ტელევიზორი 94"-ის ავტორი. 1999 წელს დააარსა ასოციაცია-სტუდია "ტელევიზორი", რომლის ანიმაციური ფილმები: "შემოდგომის ავტობუსი", "უზარმაზარი...ცა", "პონტო შავი, შავი ზღვა"; დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო ფესტივალის  პრიზებით. 2003 წლიდან ახორციელებს პროექტებს: "ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ "ვეფხისტყაოსანს". ატარებს საბავშვო შემოქმედებით აქციებს-"გაცოცხლებული ნახატები", აწყობს ექსპედიციებს საქართველოს რეგიონებში.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.311

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • სახელმწიფო ჯილდო "სამოქალაქო თავდადებისათვის"

Share: