The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ჯანიაშვილი

მანანა ჯანიაშვილი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1984წწ. იყო კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტოტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე; 1987–1994წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1994 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის MD. PhD. ექიმი-კარდიოლოგი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის ფუნქციონალური მდგომარეობა ჰიპერტონული დაავადების ლაბილურ და სტაბილურ სტადიებზე"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქციური მდგომარეობის მახასიათებელთა დინამიკური ანალიზი ესენციური ჰიპერტონიის მქონე ავადმყოფებში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.373; კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი: tsamali.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ჰიპერტონული ლიგა", მდივანი
  • კარდიოლოგიური საზოგადოება, წევრი

გააზიარე: