The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯაფარიძე

გიორგი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1983წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983–1988წწ. - ასპირანტი; 1987–1990წწ. - ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახის რეფლექსები თავის ტვინის ზოგიერთი სუპრანუკლუარული დაზიანების დროს"("კლინიკურ–ელექტრობიოგრაფიული გამოკვლევა"); სადოქტორო დისერტაციის თემა - "სმენის გამოწვეული პოტენციალების ნეიროდიაგნოსტიკური ღირებულება თავის ტვინის ზოგიერთი ჰეტეროგენული დაავადების დროს", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 373; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.394

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს ფილიალი, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - პეტრე სარაჯიშვილის სამახსოვრო მედალი

გააზიარე: