შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2007-2012წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში; შემდეგ- გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ექსპერტად. ავტორია რამდენიმე ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომის, ასევე კანონპროექტებისა შემდეგ თემებზე: ქალთა მიმართ ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის". სამართლის მაგისტრი. სამოქალაქო აქტივისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.319 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |