The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ოვაშვილი

გიორგი ოვაშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი; ნიუ-იორკის კინოაკადემიის კინორეჟისურის კურსი.

მისმა სარეჟისორო დებიუტმა-კინოფილმმა "გაღმა ნაპირი", მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალში და 50-მდე ჯილდო მოიპოვა. მისმა ნამუშევარმა-"სიმინდის კუნძულმა", გაიმარჯვა კარლოვი ვარის(ჩეხეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე და აირჩიეს ამერიკის კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" მოკლე სიაში(საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში). ამავე სურათმა მოიპოვა გრან-პრი მონპელიეს(საფრანგეთი), სპლიტის(ხორვატია) და ანაპის(რუსეთი) კინოფესტივალებზე; გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც, რომლებმაც რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: