შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1937-1948წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული და სტომატოლოგიური ინსტიტუტების ფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1959-1973წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. შეისწავლა თავის ტვინის 55 ჰც-იანი ბიოელექტრული რიტმი, ტკივილის ქერქული წარმომადგენლობა, მუკომოტორული რეფლექსები და სხვ. ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 33. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |