შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი გედევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის მაზრა. დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1914 წელს. 1910-1912წწ. მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში; მუშაობდა აგრონომად დაღესტანში; 1919-1929წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1921-1924წწ. თბილისის სახელწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადაგმცოდნეობის კათედრას. 1950 წლიდან გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |