The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გედევანიშვილი

დიმიტრი გედევანიშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1958  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის მაზრა.

დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის  ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1914 წელს.

1910-1912წწ. მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში; მუშაობდა აგრონომად დაღესტანში; 1919-1929წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1921-1924წწ. თბილისის სახელწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადაგმცოდნეობის კათედრას. 1950 წლიდან   გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები. ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიადაგმცოდნეობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: