შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონარდ დეკაპრელევიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გენეტიკოს-სელექციონერი, ბოტანიკოსი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილება 1912 წელს. 1914 წლიდან თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი; 1916 წლიდან გამგე; 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი; 1937-1973წწ. ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრის გამგე, შემდეგ მისი საპატიო გამგე და კონსულტანტი. 1943 წლიდან სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი; 1930 წლიდან პროფესორი; დეკაპრელევიჩის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა უმთავრესად შეეხება ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას. მან სხვა მეცნიერებთან ერთად დაადგინა, რომ მსოფლიოში საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი კერაა, განსაზღვრა ხალხური სელექციის როლი ამ მცენარის გაუმჯობესებაში. გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები. მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 444. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |