შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს. 1930-1950წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1944-1971წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე; 1958-1971წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანალიზურ ქიმიაში, მათ შორის 9 მონოგრაფიაა და 4 სახელმძღვანელო. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ანალიზური ქიმიის განვითარების საქმეში. მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები; დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ქრომატოგრაფიული საკითხები; გამოიკვლია ჩვენი მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979, გვ. 193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |