The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ერისთავი

დიმიტრი ერისთავი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი სიდამონ-ერისთავი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1903
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1971  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს.

1930-1950წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1944-1971წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე; 1958-1971წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ანალიზურ ქიმიაში, მათ შორის 9 მონოგრაფიაა და 4 სახელმძღვანელო. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოში ანალიზური ქიმიის განვითარების საქმეში. მან შექმნა იშვიათი და გაბნეული ელემენტების განსაზღვრის მთელი რიგი ახალი მეთოდები; დაამუშავა იშვიათ და გარდამავალ ელემენტთა დაყოფის ქრომატოგრაფიული საკითხები; გამოიკვლია ჩვენი მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979, გვ. 193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: