The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა გრიგალაშვილი

ნათელა გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.

მუშაობდა ფოტორეპორტიორად სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში: "დვრიტა", "ქალთა გაზეთი", "დრონი", "ახალი ეპოქა", "ომეგა" და სხვ. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. არის არაერთი ფოტოკონკურსის ლაურეატი. თავისუფალი ფოტოგრაფი. 

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.10


გააზიარე: