The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:იურისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა; გაიარა ოკუპაციური თერაპიის მაგისტრატურა დიდი ბრიტანეთის, დანიის, შვედეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებში.

კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. მუშაობდა ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ "აისში", რამდენიმე საავადმყოფოში. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სტაჟიორი. 2008-2013წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. არის არასამთავრობო ორგანიზაციის -"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის "- წევრი და პროექტის მენეჯერი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.55


გააზიარე: