შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტან ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და პარიზის უნივერსიტეტის ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კინოფაკულტეტის მაგისტრატურა. არის თბილისის ფოტოგრაფიის სახლის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი; იყო პირველი ქართულენოვანი ფოტოჟურნალის "PHOTO"-ს მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი; ფრანგულ-ინგლისური პოლიტიკური ჟურნალის Caucasus Internarional-ის ფოტორედაქტორი. 2004 წლიდან თანამშრომლობს გაზეთებთან "24 საათი" და "Weekend". 2010 წლიდან ფრანგ ფოტოგრაფ ლიონელ შარიესთან ერთად ატარებს თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო ფოტოფესტივალს. არის ამ ფესტივალის სამხატვრო დირექტორი. 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაზე და ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაზე უცხოეთში. არის მრავალი ფოტოგამოფენის კურატორი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.79
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |