Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ზაზანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1980 წელს. პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 80-იანი წლებიდან ჩაბმულია ეკოლოგიურ მოძრაობაში. 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის(WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. არის ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. არის მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა / ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს დამცველი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის ეკოლოგიურ-გეობოტანიკური კარტოგრაფირება", დაიცვა 1986 წელს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.112; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.123-124; ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; radiotavisupleba.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |