The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ზურაბიშვილი

ირაკლი ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკუტეტი 1941 წელს.

1973 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. მისი ძირითადი შრომები ეხება მანგანუმის საბადოების მიწისქვეშა დამუშავების საკითხებს, ფენობრივ მადნეულ საბადოთა დამუშავების ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მეთოდებს და სხვ. 7 გამოგონების ავტორი. ქართველი მეცნიერი სამთო დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968)

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979, გვ. 544

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: