| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალი ფაკულტეტი 1968 წელს. 1972–1980წწ. იყო კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1994წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ინსტიტუტის კარდიოლოგიურ განყოფილებას. ავტორიაქ 105 სამეცნიერო ნაშრომის, არის 2 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიპიდური ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლის შესწავლა ესენციური ჰიპერლიპიდემიის დროს", დაიცვა 1972 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი მიკროელემენტების ელექტროფორეზის გამოყენება ექსპერიმენტული ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების დროს", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

