Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სორთმან ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1964–1967წწ. იყო სანატორიუმ "ლიკანის" ქირურგი; 1967–1974წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს "ხელოვნური თირკმლის" განყოფილების გამგე; 1974–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1980–1990წწ. კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 2 გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლების ცვლილებების და მათი შექცევადობის ხარისხის გამოკვლევა და ობიექტური შეფასების მეთოდის შემუშავება მექანიკური ანურიის დროს", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელებში განვითარებული დარღვევები სეფსისის დროს და მათი კლინიკური მნიშვნელობა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 374; ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.509 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |