The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ჯაში

ლალი ჯაში
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1989წწ. - კათედრის ასისტენტი; 1989 წლიდან - კათედრის დოცენტი. ავტორია 48 სამედიცინო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადგილობრივი ინფილტრატული ანესთეზია ნაკადისებური მეთოდით თერაპიულ სტომატოლოგიაში", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური რეაქციების თავისებურებები პაროდონტიტის დროს და მათზე წარმოების მავნე ფაქტორების გავლენა", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 375; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.395

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • პაროდონტოლოგია : სახელმძღვანელო სტომატოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმი-სტომატოლოგებისათვის (თანაავტორი). - თბილისი , 2014. - 357გვ. . - ISBN: 9789941232305

გააზიარე: