The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ჯვარშეიშვილი

ლია ჯვარშეიშვილი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1991–1998წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ფუნქციონალური დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი. 1991-2015 წწ. - კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და სისხლძარღვთა დოპლერგრაფიის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი. 2002-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 2015 წლიდან – სამედიცინო ცენტრ “ინოვას" ექიმი რადიოლოგი;

40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 14 სტატია გამოქვეყნებულია რეცენზირებად გამოცემებში. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები საკვერცხეების წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 376; სამედიცინო ცენტრ "ინოვას" ვებგვერდი http://innovamedical.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი (1995-)

გააზიარე: