შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიანა ჯინჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1970წწ. იყო ბორჯომის საკურორტო პოლიკლინიკის გინეკოლოგი; 1970–1976წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1974 წელს უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1984 წელს დოცენტი; 1988 წლიდან პროფესორი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით 1995 წელს დაცულია საკანდიდატო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელი და ტრავმირებული ახალშობილების რეოენცეფალოგრაფია", დაიცვა 1969 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორსულთა მძიმე ტოქსიკოზით შეპყრობილი დედის და ახალშობილის გომეოსტაზის და ცერებრალური დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.377 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |