შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან კვერენჩხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1979 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1991 წელს–დირექტორად; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია და გეოგრაფიის ისტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ავტორია სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა. მასვე ეკუთვნის მრავალი სტატია საბჭოთა, საქართველოს, უკრაინის და სხვა ენციკლოპედიებისათვის. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკების სატრანსპორტო სისტემის ფორმირების გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1975 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |