The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან კვერენჩხილაძე

რომან კვერენჩხილაძე
Date of birth:20 July, 1933
Date of death:19 January, 1993  (at 59 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1979 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 1991 წელს–დირექტორად; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია და გეოგრაფიის ისტორია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დაბეჭდილია საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ავტორია სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისა. მასვე ეკუთვნის მრავალი სტატია საბჭოთა, საქართველოს, უკრაინის და სხვა ენციკლოპედიებისათვის. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1963 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკების სატრანსპორტო სისტემის ფორმირების გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების სამინისტროს გეოგრაფიის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო , თავმჯდომარე

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
  • ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: