The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ჯინჭარაძე

დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. იყო თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა განყოფილების ექიმი–ინტერნი, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციაში ექიმი–რეანიმატოლოგი; 1992 წლიდან ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილების ექიმი–ნეონატოლოგი; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N2 პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკა და ჰიპოფიზ–თირეოიდული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა ახალშობილთა ცნს-ის ტრავმულ–ჰიპოქსიური დაზიანებისა და მის ფონზე განვითარებული გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სეფსისის დროს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.377

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: