The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჯიქია

თამაზ ჯიქია
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. მუშაობდა იტალიაში; 1974–1977წწ. ფოთში; 1977–1986წწ. მოსკოვის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიულ განყოფილებაში; 1979 წლიდან მას დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება აქვს მიღებული ქირურგიის მიმართულებით. 
1986 წლიდან თბილისის 1–ლი კლინიკური საავადმყოფოს თორაკო–აბდომინალური კლინიკის მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 6 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც გაშუქებულია კატექოლამინ მწარმოებელი სიმსივნეების პრობლემები. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კატექოლამინ მწარმოებელი ქრომოფინომები ბავშვებში", დაიცვა 1986 წელს. 2006 წლიდან მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური წოდება2012წლიდან კლინიკა „კარაპს მედლაინში“ მუშაობს ქირურგად.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378; კლინიკა „კარაპს მედლაინი"-ის ვებგვერდი http://carapsmedline.ge


გააზიარე: