შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იამზე ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხორია, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1968–1970წწ. იყო ყაზახეთის სსრ. კოკჩეტავის ოლქის სოფ. სკალოვის საავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი. ამავე ოლქის, ლენინგრადის რაიონის საავადმყოფოს მთავარი მეან–გინეკოლოგი; 1970–1973წწ. თსსი მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1974–1996წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულთა ტოქსიკოზების ეტიოლოგიას, სასქესო ორგანოების ანთებით პროცესებს, სამეანო სისხლდენის ეტიოლოგიასა და სხვა საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კინინების სისტემის ცვლილებები ორსულთა ნაადრევი და გვიანი ტოქსიკოზების დროს სისხლში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |