Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩხორია, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1968–1970წწ. იყო ყაზახეთის სსრ. კოკჩეტავის ოლქის სოფ. სკალოვის საავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი. ამავე ოლქის, ლენინგრადის რაიონის საავადმყოფოს მთავარი მეან–გინეკოლოგი; 1970–1973წწ. თსსი მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1974–1996წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1996 წლიდან თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულთა ტოქსიკოზების ეტიოლოგიას, სასქესო ორგანოების ანთებით პროცესებს, სამეანო სისხლდენის ეტიოლოგიასა და სხვა საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კინინების სისტემის ცვლილებები ორსულთა ნაადრევი და გვიანი ტოქსიკოზების დროს სისხლში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |