შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაზი ჯიქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1957წწ. იყო ტყვარჩელი–აკარმარას მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი გინეკოლოგი; 1957–1965წწ. სოხუმის სამშობიარო სახლის მეან–გინეკოლოგი; 1965–1968წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკუირი ორდინატორი; 1968–1974წწ. ამავე ინსტიტუტის მეანიგინეკოლოგი; 1974–1976წწ. ქ. ადენის, სამხრეთ იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წამყვანი მეან–გინეკოლოგი; 1977 წლიდან აკად. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოკარბოქსილაზის გამოყენება ინტრანატალური ასფიქსიის დროს მშობიარობის მეორე პერიოდში", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.378 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |