The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დელი ჯორბენაძე

დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1928  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1945–1954წწ. იყო სტავროპოლის მხარის კურსავკის რაიონის საუბნო საავადმყოფოს გამგე; 1957–1967წწ. თბილისის 23–ე პოლიკლინიკის ექიმი ფიზიო–თერაპევტი; 1967–1975წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ი. ჟორდანიას სახ. ქალთა ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის სოციალურ–ჰიგიენური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1975-1980წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სოციალური გერონტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1996წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან განყოფილების გამგე. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია. 1996–1997წწ. იყო სოციალური გერონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 1997 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმი სოციალ–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უფროსი ასაკის პირთა ფაქტიური კვების ჰიგიენური შეფასება".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.379

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გერიატრების სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოება, სწავლული მდივანი
  • საქართველოს რესპუბლიკის გერონტოლოგების საზოგადოება, წევრი

გააზიარე: