შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისანა ჯუღელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1950 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა კათედრის ექიმი–სტაჟიორი; 1951 წელს ქობულეთის ბავშვთა სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1952–1954წწ. მუშაოდა ღვინის მეურნეობაში ამბულატორიის გამგედ; 1955 წელს N1 სანატორიუმის ექიმ–ორდინატორად; 1956 წელს მანგლისის ბავშვთა სანატორიუმის ექიმ–ორდინატორად; 1956–1969წწ. ბორჯომ–ლიკანის სანატორიუმში კლინიკური განყოფილების გამგედ; 1969–1974წწ. სანიტარული და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1986 წელს იყო თსსი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებული ავადმყოფების სანატორიულ–საკურორტო კომპლექსური მკურნალობა ბორჯომ–ლიკანში და კომპლექსის ზოგიერთი ფაქტორების მოქმედების მექანიზმის საკითხები კუჭის წვენის სიმჟავიანობის წარმოქმნის ფუნქციაზე", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.380 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |