შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1930 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მისი შრომები შეეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სასარგებლო წიაღისეულების (ქვანახშირი, ბარიტი, პოლიმეტალები, სამშენებლო ქვები და სხვ.) საბადოების გეოლოგიური აგებულების შესწავლის საქმეში. 1946 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1947 წლიდან პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 446 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |