The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კახაძე

ივანე კახაძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1955  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედის რაიონი. 

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1930 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მისი შრომები შეეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სასარგებლო წიაღისეულების (ქვანახშირი, ბარიტი, პოლიმეტალები, სამშენებლო ქვები და სხვ.) საბადოების გეოლოგიური აგებულების შესწავლის საქმეში. 1946 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1947 წლიდან პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 446

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: