შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალფრედ კოლაკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. საბჭოთა ბოტანიკოსი. მისი ძირითადი შრომები ეხება კავკასიას, განსაკუთრებით, კოლხეთის მცენარეულ საფარს, მის ბოტანიკურ-გეოგრაფიულ დარაიონების საკითხებს, აფხაზეთის პლიოცენურ ფლორას; მან დაადგინა და აღწერა კოლხეთის მესამეული პერიოდის ფლორის 120-მდე ახალი სახეობა და 2 ახალი გვარი; გამოავლინა შიშველთესლოვანთათვის აქამდე უცნობი ეპიდერმული ტიპის სტრუქტურა; დაადგინა კოლხეთში მესამეული პერიოდის ფლორის რეფუგიუმის (თავშესაფარის) უწყვეტობა; პალეობოტანიკური ანალიზისა და ჰოლარქტიკის რელიექტური ფლორის შესწავლის საფუძველზე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფარგლებში გამოყო სრულიად ახალი ბოტანიკურ-გეოგრაფიული ხმელთაშუამთიანეთის ოლქი; შექმნა კავკასიის ნამარხი მცენარეების კატალოგი; "აფხაზეთის ფლორას" ავტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 577; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 118 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |