The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილი საფაროვა

ლილი საფაროვა
დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1974 წლიდან ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო "ქურთ ახალგაზრდობასთან მუშაობის საბჭოს " წევრი, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი, საქართველოს ქურთთა კავშირის თავმსდომარის მოადგილე და პასუხისმგებელი მდივანი, მერიასთან არსებული სათათბიროს განათლებისა და ნაციონალურ უმცირესობათა კომიტეტების წევრი. 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა და სათავეში ჩაუდგა ასოციაციას "საქართველოს ქურთ-იეზიდ ქალთა დამოუკიდებელი ლიგა", რომელიც  2013 წელს "ქალთა უფლებების სათემო ინიციატივად" გადაკეთდა. არის "საქართველოს იეზიდთა სახლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, საქართველოს  ებრაელ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის "პროექტ ქეშერისა" და "საქართველოს ქალთა საბჭოს" წევრი, გაზეთ "ახალი ხედვის" რედკოლეგიის წევრი. 

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.120


გააზიარე: