The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ნაზაროვა

ნანა ნაზაროვა
Legal name:წოვინარ ნაზაროვა
Date of birth:1 July, 1956  (68 years)
Category:Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილება.

1999 წლიდან მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ტრენინგებში; მუშაობდა შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიაში; 1996 წელს დააარსა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება. 1998 წლიდან ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობაში; 2000 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო ქსელთან-"ევროპული პლატფორმა ტრეფიკინგის, მონობისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ"- როგორც ექსპერტი და მკვლევარი მიგრაციისა და მისი კრიმინალური ასპექტების, ადამიანის ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხებში. არის ამ სფეროში 50-ზე მეტი პროექტის ავტორი და ტრეფიკინგისა და მიგრაციის საკითხებზე გამოქვეყნებული რვა პუბლიკაციის თანაავტორი. უფლებადამცველი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.125

Bibliography


Share: