The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულონ ლომოური

იულონ ლომოური
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1966  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბო, გორის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება გეოლოგიის განხრით 1910 წელს და მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომიის სპეციალობით 1913 წელს.

1923-1929წწ. თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1920-1929წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1929-1960წწ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე.  გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის პირველ ორიგინალურ სახელმძღვანელოს "მარცვლეული კულტურები". ქართველი აგრონომ-მემცენარე. ითვლება სასოფლო-სამეურნეო განათლების ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983, გვ. 288; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.422

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: