The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან მელქაძე

ვალერიან მელქაძე
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1981  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ჩხენიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა სამამულო ომში; 1946-1948წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1963წწ. პარტიული და სხვა ხელმძღვანელი სამუშაო; 1951-1952წწ. ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1952 წლიდან საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი; 1958-1960წწ. საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსი; 1963 წლიდან დამფუძნებელი დირექტორის რანგში სათავეში ჩაუდგა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 2002 წელს ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა. 1972 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 1977 წლიდან პროფესორი. მისი ნაშრომები ეძღვნება კაპიტალიზმისა და სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომიის აქტუალურ პრობლემებს; საქართველოს სახალხო მეურნეობის პროგნოზირების, დაგეგმვის, მართვის საკითხებს; საფუძველი ჩაუყარა რესპუბლიკაში ეკონომიური მეცნიერების ახალ დარგს - რეგიონალურ ეკონომიკას, განავითარა მისი რიგი  მიმართულებების მეთოდოლოგია და ანალიზის მეთოდები; შეიმუშავა შიდა რესპუბლიკური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის გამოყენებითი ანალიზური კვლევის მეთოდი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983, გვ. 561

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: